ოჯახი
ოჯახი — ქორწინების თუ ნათესაობის საფუძველზე შექმნილი მცირე სოციალური ჯგუფი, რომლის წევრები დაკავშირებული არიან ერთმანეთთან ყოფა-ცხოვრების ერთიანობით, ურთიერთმხარდაჭერით და მორალური პასუხისმგებლობით. ოჯახის სოციალურ აუცილებლობას განაპირობებს საზოგადოების ფიზიკური და სულიერი განახლების მოთხოვნილება. ამ სოციალური ერთეულის ბიოლოგიურ საწყისს ქორწინება და შობადობა წარმოადგენს. ოჯახი საზოგადოების სპეციფიკური ქვესისტემაა, რომელიც ურთიერთგანმსაზღვრელ კავშირშია საზოგადოების სხვა ქვესისტემებთან (თუმცა გარკვეული დამოუკიდებლობითაც ხასიათდება); მას აქვს განვითარების ფაზები და ოჯახის წევრთა გარკვეული სტრუქტურა.
https://ka.m.wikipedia.org/wiki/%E1%83%9D%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%98