მეგობრობა

მეგობრობა

მეგობრობა — პოზიტიური ურთიერთობა, დამოკიდებულება და გრძნობა ორ ან მეტ ადამიანს შორის, რაც ერთმანეთის მიმართ სიმპათიაში, ერთგულებასა და ნდობაში გამოიხატება. ერთმანეთის მიმართ მეგობრული დამოკიდებულების მქონე ცალკეულ პირს მეგობარი ეწოდება. მეგობრობა, როგორც წესი, დამყარებულია მეგობრულ სიყვარულზე, ნდობაზე, საერთო მიზანსა და ურთიერთპატივისცემაზე, ასევე ხშირად საერთო ინტერესებზე. გადატანითი მნიშვნელობით მეგობრობის სახელით მოიხსენიებენ აგრეთვე ორგანიზაციების, ქვეყნებისა ან ეროვნებათა კარგ ურთიერთობებს (მაგალითად, კავკასიელ ხალხთა მეგობრობა).

https://ka.m.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90